,,პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი წევრი, შიმშილობის შედეგად შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ჰოსპიტალიზებულია ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.
ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მოშიმშილეები, რომელთა ჯანმრთელობასაც საფრთხე დაემუქრება, კლინიკაში გადავა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას პარტიის წევრები არ აპირებენ.
,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მთავრობის კანცელარიასთან მე-10 დღეა შიმშილობენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შიმშილობა შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან დღევანდელ პირობებში საკითხების გადაწყვეტის სხვა შესაძლებლობები არსებობს.