ამერიკის ათობით შტატმა სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ სააგენტო BBC იტყობინება. ამის მიზეზად გუბერნატორები პარიზის ტერაქტების შემდეგ გაზრდილ ტერორისტულ საფრთხეს ასახელებენ. შტატებს შორის, რომლებიც სირიელ მიგრანტებს აღარ მიიღებენ, ალაბამა, მიჩიგანი და ტეხასიცაა.