ოპოზიციონერი დეპუტატი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ იმ პარტიათა წრის გაფართოვება უნდა მოხდეს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებისას, საარჩევნო რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებისგან თავისუფლდებიან.
დეპუტატმა „საარჩევნო კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები უკვე მოამზადა.
ცვლილებებით, საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის მიზნით, ხელმოწერების შეგროვება არ მოუწევს პარტიას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიღებული არ აქვს, მაგრამ რომლის წევრიც პარლამენტის დეპუტატია.
შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძე პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა.