ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს, - გტანაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დედაქალაქის საკრებულოში სადაც, საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების გამო საფრანგეთის საელჩოში გახსნილი სამძიმრის წიგნი გადაიტანეს.
საქართველოს პრეზიდენტმა დატოვა ჩანაწერი და გამოახატა საკუთარი სამძიმარი პარიზში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
„ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს. ამ რეალობაში ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ, როგორი გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა. ისლამური სახელმწიფო არის ერთი დიდი ტყუილი, იმიტომ რომ მას არც სახელმწიფოსთან არ აქვს კავშირი და არც ისლამთან. ეს არის ტერორისტული წარმონაქმნი, რომელიც დაასრულებს ისევე, როგორც ასრულებენ ტერორისტები,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკრებულოში დილიდან იმყოფებიან საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები.
სამძიმრის წიგნში საკრებულო შენობაში 7 საათამდე, ყველა მოქალაქეს შეეძლება საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის გამოხატვა,.
შენობაში იმყოფება საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.
„საფრანგეთში ეროვნული გლოვის მესამე დღეა, ჩვენ სამძიმრის წიგნებს მთელ მსოფლიოში ვხსნით,“ - განაცხადა რენო სალენსიმ.