საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობას განაგრძობს. 2015 წლის ბიუჯეტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, მთავრობამ საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოში 30 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს. თამაზ მეჭიაური აღნიშნავს, რომ პენსიების გაზრდა იქნება რეზერვების მოძიების მთავარი პრიორიტეტი, სადაც დამატებით რესურსს გამოიყენებენ. დეპუტატის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი პარლამენტში არ შესულა.