ევროპაში განვითარებული მოვლენებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში საქართველოს როლზე იმსჯელეს ვენაში გამართულ შეხვედრაზე. საპარლამენტო დელეგაციის წევრები ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტს შეხვდნენ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჰაინც ფიშერის განცხადებით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ კურსს. პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროცესში. დავით უსუფაშვილმა ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტს რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.