საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეგობართა ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მეგობართა ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმაიოჰანეს ჰანმა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღნიშნა.
„ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია. განვიხილეთ თანამშრომლობის კიდევ უდრო გაღრმავების შესაძლებლობები. ეს ეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს, ეკონომიკის დივერსიფიკაციის მხარდაჭერას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ასევე იმ ბოლო ნაბიჯებს რომლებიც ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში დადებითი შეფასებისთვისაა აუცილებელი.
საუბარი ტელეკომპანია რუსთავი ორის საკითხსაც შეეხო. დისკუსიისას ყველა ჩვენგანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლებისა და ასევე კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა“.
მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.