პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა სხდომის დღის წესრიგში „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი არ ჩასვა.
როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტის თაობაზე საპროცედურო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების დასკვნები არ იყო წარდგენილი, რის გამოც, საკითხი დღის წესრიგში ვერ შევიდოდა.
სესიაშვილს ჟურნალისტებთან საუბარში პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის კომიტეტში დასკვნებს წარადგენს და ცვლილებების განხილვას მიმდინარე წლის ბოლომდე მოითხოვს.
„ზეპირი შეთანხმება იყო, რომ ამ კანონპროექტს დღეს განვიხილავდით. როგორც ჩანს, კომიტეტზე აქციამ იმოქმედა. არ არის პრობლემა, ორ დასკვნასაც მოვიტან და საკითხს ახალ წლამდეც განვიხილავ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ითხოვს.