ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4010 ლარი გახდა. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.4018 ლარს შეადგენდა.
მცირედით გამყარდა ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც. დღემდე მოქმედი კურსი 2.5879 ლარს შეადგენდა, ხვალიდან კი ერთი ევროს შეძენა 2.5751 ლარად იქნება შესაძლებელი.