ენმ კითხვით - პრემია, თუ პენსია? - მოსახლეობაში გადის და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აკეთებს.
ენმ 2016 წლიდან პენსიის 50 ლარით ზრდას ითხოვს. ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობს შესაბამისი თანხები. კერძოდ, მისი ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტში მთავრობის შენახვის ხარჯები 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ხოლო იმისათვის რომ პენსიონრებისათვის პენსიის ზრდა 50 ლარით მოხდეს, 420 მილიონი ლარია საჭირო.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობაში გადის კითხვით პენსია, თუ პრემია და იწყებს ხელმოწერების შეგროვებას. "ერთად უნდა ვაიძულოთ მთავრობა გაზარდოს პრემია," - აცხადებს დავით ბაქრაძე.