პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიაშია. ქართული დელეგაციის წევრები ეუთოს გენერალურ მდივანსა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს შეხვდებიან. ასევე დაგეგმილია ავსტრიის ეროვნულ საბჭოში დავით უსუფაშვილის საჯარო გამოსვლა თემაზე „საქართველოს ევროპული გზის გამოწვევები და პერსპექტივები ახალგაზრდა დემოკრატიისთვის“. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტთან, ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტსა და ავსტრიის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით უსუფაშვილის შეხვედრა ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. საპარლამენტო დელეგაცია ავსტრიაში ვიზიტს 17 ნოემბერს დაასრულებს.