აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა პირისპირ გაისაუბრეს. ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა ისარგებლეს შესვენებით, რომელიც ანტალიაშუ მიმდინარე ,,დიდი ოცეულის" სამიტზე გამოცხადდა.
პრეზიდენტები სავარძელში ერთმანეთის მოპირდაპირედ დასხდნენ და თარჯიმნების თანდასწრებით, 20 წუთზე მეტი ისაუბრეს.
ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა აზრების გაცვლა ,,დიდი ოცეულის" სამიტის მონაწილეთა მიერ ერთობლივი ფოტოების გადაღების დროსაც მოასწრეს.