აშშ მხარს უჭერს თურქეთს და ევროკავშირს იმ პირთა ნაკადების შემცირებაში, რომლებიც ევროპაში თავშესაფარს ეძებენ, - ამის შესახებ ბარაკ ობამამ თურქეთში, დიდი ოცეულის სამიტზე განაცხადა.
Associated Press-ის ინფორმაციით, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები აშშ-ის პრეზიდენტმა ცივილიზებულ მსოფლიოზე თავდასხმად შეაფასა. ობამას თქმით, მან თურქეთის პრეზიდენტთან ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად თურქეთში ასევე იმყოფება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გერმანიის კანცლერი და სხვა ლიდერები, ასევე გაეროს გენერალური მდივანი, მსოფლიო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი, ასევე მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებიან.
სამიტზე განსახილველი ძირითადი თემა ტერორიზმთან - მათ შორის, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაა.