პარიზზე თავდასხმები სამმა ტერორისტულმა ჯგუფმა განახორციელა. ამის შესახებ ქალაქის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება იმის დადგენას ცდილობს, თუ როგორ შეაღწიეს მათ საფრანგეთში და ვინ აფინანსებდათ.
მოლენის განცხადებით, ტერაქტისას 7 ტერორისტი დაიღუპა.
ყველა მათგანი კარგად იყო შეიარაღებული და შაჰიდის ქამარი ჰქონდათ შემორტყმული. ერთ-ერთი მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია
.