პარიზში განხორციელებული ტერაქტებს თეთღი სახლის ლიდერიც გამოეხმაურა. ობამამ ფრანგ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ტერორისტები მსგავსი ვანდალური აქტებით უდანაშაულო ადამიანების დაშინებას ცდილობენ.
მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმაც. დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ მომხდარით შოკირებულია და ფრანგულ მხარეს ყველანაირი დახმარება აღუთქვა.
ტერაქტებს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც, რომელმაც მომხდარს საშინელება უწოდა და ფრანგ კოლეგას, ფრანსუა ოლანდს თანადგომა გამოუცხადა.