აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს.უწყების განმარტებით, ე.წ. ურთიერთშეხების ხაზზე გადასვლა სომხურმა დივერსიულმა ჯგუფმა სცადა. აზერბაიჯანელებმა დივერსიის ფაქტი აღკვეთეს. შეტაკებისას 2 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.