2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილება შედის, რომლის გათვალისწინებით, მთავრობის სარეზერვო ფონდი 15.0 მლნ ლარით იზრდება.
მთავრობამ კორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტს მიმდინარე კვირას წარუდგინა.
დოკუმენტით, საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მიღწეული შედეგების მიხედვით, სპორტსმენთა დაჯილდოებისთვის საჭიროა 7.0 მლნ ლარამდე.
მთავრობის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 96.0 მლნ ლარით იზრდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება კი, 76.0 მლნ ლარით მცირდება.
ბიუჯეტის გადასახდელები ჯამურად, 30.0 მლნ ლარით იზრდება.