ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთს ეწვევა. პრემიერ-მინისტრი სლოვაკელ კოლეგას და ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდება. დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციაც. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მთავრობებს შორის რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდება, მათ შორის, დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ და უნებრათვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ შეთანხმებები. საქართველოს დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი შედიან.