პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი შესაბამისს უწყებებს მოუწოდებს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შიმშილობის აქციაზე ქოლგების გახსნის უფლება მისცენ.
როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, ძალიან საწყენია, რომ ინაშვილი შიმშილობს.
მისი თქმით, ინაშვილი ამბობს, რომ მას ქოლგების გაშლის უფლებას არ აძლევენ.
„პირდაპირ მივმართავ იმას, ვისაც ეს ეხება. აქციის მონაწილეებს ქოლგებიც უნდა გააშლევინოთ და ყველას შესაძლებლობა უნდა მისცეთ, თავისი დამოკიდებულება გამოხატონ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
მთავრობის კანცელარიასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შიმშილობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საგარეჯოში, არჩევნები გაყალბდა.