საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუე ბინი მიიღო და მასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
გიორგი მარგველაშვილმა იუე ბინს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისათვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.