საქართველოს არ აქვს ვალდებულება სირიელ მიგრანტთა მიღების შესახებ, თუმცა შესაძლოა ასოცირებულმა წევრებმა თავად გამოხატონ ამის სურვილი, - ამის შესახებ, ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეი მამიკინი აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო Trend-თან საუბრობს. ,ისი თქმით, საქართველოს ევროპარლამენტის პოლიტიკის სოლიდარობის ნიშნად შეუძლია, სირიელი მიგრანტები მიიღოს.
მამიკინმა ასევე აღნიშნა, რომ მიგრანტების კრიზისის საკითხი არ იქონიებს გავლენას ევროკავშირსა და ასოცირებულ ქვეყნებს შორის მიმდინარე დიალოგზე და ასოცირებული ქვეყნები დარჩებიან ევროკავშირისთვის პრიორიტეტულ საკითხად.