პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას - ინტერპარტიული კომისიის შექმნაზე უარის თქმას, ინტერპარტიული ჯგუფი დღეს შეხვედრაზე განიხილავს.
ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების მიერ წარდგენილი დადგენილების პროექტის მიღებას მხარი მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„ხელისუფლება კვლავაც არ ითვალისწინებს არავის აზრს. ისინი რეალურად საქართველოს დაყოფას აპირებენ, როგორც საახალწლო ნამცხვრის,“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
უმრავლესობის აზრით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციამ ხელისუფლებას მათ მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი ერთგვარი ულტიმატუმის სახით შესთავაზა.
მომავალი წლის არჩევნებამდე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტისგან შეტანილ ხელმოწერებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებასაც ელოდება.