ანდრო ბარნოვი “ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსებას აპირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა და თავისი გადაწყვეტილება მისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე სწორ და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. “დღეს სიტუაცია პარტიულ დაპირისპირებებში ჩაიკეტა. არადა, ბრძოლის ველი გაცილებით ვრცელია. საქართველოს მომავლის თვალსაზრისით, მხარე ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტია. აქ მხარეა ჩვენი საზოგადოება, ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც სწამს მომავლის და ხელში არ შეჰყურებს რომელიმე ბატონს“ , - წერს ბარნოვი.