"ამ შენობაში თანამდებობის პირები შედიან და აქეთ არც იხედებიან. დრო მოვა ხალხიც არ გამოიხედავს თქვენსკენ," - ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გააკეთა სადაც ის მხარდამჭერებთან უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს.
ინაშვილის თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება და 500-ს მიაღწევს.
მან ასევე აღნიშნა, რომ 200 მოშიმშილე რამდენიმე დღეში პარლამენტთან დაიწყებს აქციას.
შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები საგარეჯოში გამართული შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მას გაყალბებულს უწოდებენ.
ამავე დროს ისინი თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას, საარჩევნმო გარემოს გაუმჯობესებას მოითხოვენ.