მექსიკაში მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა. ვულკანური ფერფლი კოლიმას კრატერიდან იფრქვევა. ძლიერი კვამლის გამო სტიქიური ზონის არიალში საჰაერო მიმოსვლა შეფერხებულია. ადგილობრივ ხელისუფლებას ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. მექსიკაში დღეისათვის 3000-ზე მეტი ვულკანია ფიქსირებული, რომელთაგანაც 14 აქტიურია. ბოლოს კოლიმას ვულკანი ივლისში გააქტიურდა.