სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის პარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცერების საკითხს მომავალ კვირას განიხილავენ.