ხვალ, 11 ნოემბერს, 10:00 საათზე სასტუმრო „მერკურში“ (მისამართი: თბილისი, გორგასალის ქ. N9) საერთაშორისო სატრანზიტო პროექტის, „კომბინირებული მატარებელი „ვიკინგი“ -ის («VIKING Train») მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოჯისტიკური კომპანიების სამუშაო თათბირი გაიმართება.
თათბირს სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე გახსნის.