პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ აღიარებს, რომ ფიფას პრეზიდენტობისთვის შეუსაბამო კანდიდატია. „მე ასეთი ჭკვიანიც არ ვარ. რა თქმა უნდა, არც სულელი ვარ, მაგრამ არც იმდენად ჭკვიანი, რომ ფიფას არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ეს დიდად არც მადარდებს, რადგანაც ჯერ კარირა არ დამისრულებია და რამდენიმე წელი ფეხბურთი უნდა ვითამაშო. შემდეგ კი საინტერესო პროექტებით დავკავდები,“-აცხადებს რონალდუ.