ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით საკითხის გადაჭრაში სახელმწიფო უწყებებმა თავისი უფლებამოსილება უნდა განახორციელონ. პრეზიდენტის უარზე ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით ივანიშვილი აცხადებს, რომ ,,მას სურს, თუ არ სურს, ეს დასრულდება“.
..მთავარი, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და პირველ რიგში პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს გადასცდა და ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს. აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს, თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. დადგება ეგ დროც", - განაცხადა ივანიშვილმა.