საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დღის ბოლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ერთად ეწვევა ე.წ. გამყოფ ხაზს, რაც მოგერინის განმარტებით, არის ევროკავშირის მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხშირად გავაჟღეროთ ეს მხარდაჭერა. მოხარული ვარ, რომ დღეს პრემიერ–მინისტრისგან მოვისმინე ევროკავშირის სამონიტორინგო მისიის მნიშვნელობის აღიარება და ჩვენ გავაგრძელებთ სასაკუთარი წვლილის შეტანას სტაბილური გარემოს შექმნის თვალსაზრისით,“–განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
ფედერიკა მოგერინის ვიზიტი პირველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.