პოლიტიკაში, მაგრამ ემოციების გარდა, არსებობს ჩარჩოები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ჩვენ მიმოვიხილეთ პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის საჭიროება, რომ საარჩევნო პროცესები ჩატარდეს მშვიდად, დემოკრატიულად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალუძს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვისაუბრეთ საჭიროებაზე, რომ დემოკრატიული პროცესები შენარჩუნდეს მთელი 2016 წლის განმავლობაში. ქართველებს და იტალიელებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ემოციები პოლიტიკაში, მაგრამ ემოციების გარდა, არსებობს ჩარჩოები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება - ეს გახლავთ მედიაპლიურალიზმი, კანონის უზენაესობის პატივისცემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეიკაოს თავი ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ნამდვილად არ იქნება სასარგებლო საქართველოს საზოგადოებისთვის და კონსტრუქციულად იმოქმედონ ამ პროცესის ჩარჩოებში", - “–განაცხადა მოგერინიმ.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს შიდაპოლიტიკური ვითარება და ხაზი გაუსვეს მომავალი საარჩევნო წლის მნიშვნელობას.