"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი რუსთავი 2- თან დაკავშირებით საკუთარ, კონკრეტულ რეაგირებას დააფიქსირებს.
სასტუმრო "რედისონში" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ევროკომისარს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, გიგაურმა ჟურნალისტებტან ასევე განაცხადა, რომგანხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ საკითხს.
,,საუბარი იყო იმაზე, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, ასევე იმ პროცესებზე, რომლებიც განვითარდა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. მათ აინტერესებდათ ინფორმაცია და კონკრეტული რეაგირებაც ექნებათ, ამასთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, რაზეც საქართველოს მხარდაჭერა ვთხოვეთ ქალბატონ მოგერინის. საერთო ჯამში იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ქალბატონი მოგერინი დაინტერესდა ყველა იმ პრობლემით თუ წარმატებით, რომელიც არის ქვეყანაში", - განაცხადა გიგაურმა.