საქართველოს პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან საუბრისას ნინო გვენეტაძის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოს დღეს ყველაზე პრინციპული, კვალიფიციური'' და ''ყველაზე გაუტეხელი'' ხელმძღვანელი ჰყავს.
"იმ რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ვატარებთ სასამართო სისტემის მიმართ და რომელიც უმნიშვნელოვანესია დღეს ქართული დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ ყველაზე პრინციპული, ყველაზე კვალიფიციური და ყველაზე გაუტეხელი ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ სისტემაში და არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არასდროს შესულა არავითარ გარიგებაში. ის დღეს ამაყად ხელმძღვანელობს უზენაეს სასამართლოს და მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ასეთი ძლიერი ქალბატონის მოძებნა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ქალის როლის მნიშვნელობაზე საუბრისას.
პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ავლაბრისდ რეზიდენციაში უმასპინძლა.