პარლამენტს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები წარედგინა.
ბიუროს დღევანდელ სხდომას ორ ვაკუნტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარედგინა. კერძოდ, ესენი არიან: ქეთევან ბექაური, თეა ჯუღელი და იგორ კოპალიანი.
ბექაური წარდგენილია ადვოკატთა ასოციაციის მიერ, ჯუღელი ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ხოლო კოპალიანი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებები საზღვრების გარეშეს” მიერ.