აშშ პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა თავი ახალ ამპლუაში გამოსცადა. მილიარდერმა ტელეშოუ Saturday Night Live-ს ეთერში რეპერ დრეიკის პაროდია შეასრულა. მან დრეიკის პოპულარული კომპოზიციის, Hotline Bling-ის ფონზე საგადასახადოს ინსპექტორის როლი ითამაშა, რომელიც ცეკვავს. შოუს მსვლელობისას კომიკოსმა ლარი დევიდმა მას „რასისტი“ დაუძახა, რის შემდეგაც თავისი საქციელის მიზეზი ახსნა. როგორც მსახიობმა განმარტა, მან ტრამპის გალანძვით სანაძლეოში 5 ათასი დოლარი მოიგო. ამაზე ტრამპმა იხუმრა, რომ როგორც ბიზნესმენს, მისი ესმის. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ტრამპი რასიზმში არაერთხელ დაადანაშაულეს.