ბირმის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. საგანგებო განცხადება „სოლიდარობის პარტიის“ ლიდერმა უ ხტაი ოომ გააკეთა. „ჩვენ დავმარცხდით, რასაც ვაღიარებთ. ახლა იმაზე გვმართებს ფიქრი, თუ რატომ მოხდა ეს,“-აღნიშნა პოლიტიკოსმა. ცენტრალურ საარჩევნო საბჭოს ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოუცხადებია. წინასწარი მონაცემებით კი ოპოზიციურმა პარტიამ „დემოკრატიულმა ლიგამ“ ამომრჩეველთა ხმების 70 პროცენტი მიიღო.