საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ოქტომბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 46 516 ერთეული შეადგინა. ა.წ. ოქტომბერს 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის ოქტომბერთან (38 086 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 22.1%-ით, 2012 წლის ოქტომბერთან (41 776 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 11.3%-ით, 2013 წლის ოქტომბერთან (44 101 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 5.5%-ით, 2014 წლის ოქტომბერთან (46 388 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 0.3%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 5.2%-ით შემცირდა: ზრდა დაფიქსირდა პირველადი (2.9%-ით), ხოლო კლება - მეორადი (7.1%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის ოქტომბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.106 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.103).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (26.6%-ით), ხოლო შემცირდა მეორადი (4.8%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის ოქტომბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 9 556, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 36 960 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.863 და 1.192 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ოქტომბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 79.5%-ს მეორადი, ხოლო 20.5%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის ოქტომბერში კი, შესაბამისად, 83.7% და 16.3%).