თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების შიმშილობის აქციას გამოეხმაურა. ხიდაშელის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს.
„სასამართლო მიმდინარეობს და შეგვიძლია, დაველოდოთ სასამართლოს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გუშინ აქცია გამართეს. როგორც პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აცხადებს, ისინი ითხოვენ სამართლიან არჩევნებს და არჩევნებში მონაწილე მინისტრების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას. საუბარია „რესპუბლიკელ“ გიგლა აგულაშვილსა და თინათინ ხიდაშელზე. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა აღნიშნული მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართეს. შიმშილობის აქცია გვიან ღამით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაიწყო.