ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი დღეს საქართველოს ესტუმრება. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავჯდომარესთან, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მოგერინის სიტყვით გამოვა გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზეც. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ე.წ.ადმინისტრაციულ საზღვარზეც ჩავა.