ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრამ ლაინერის ტექნიკური გაუმართაობა არ დაადასტურა. ამის შესახებ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტებმა განაცხადეს, რამაც ტერაქტის ვერსია კიდევ უფრო გაამყარა. ეარბასის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა ეგვიპტეში 31 ოქტომბერს განიცადა, რასაც 224 ადამიანი ემსხვერპლა. ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ტერაქტს ასახელებენ.