საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2007 წლის 7 ნომბრის მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
"7 ნოემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. თარიღი, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება სამართლიანობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის სიმბოლოდ. მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად, გონივრული ნაბიჯებით, ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებით, შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.