ევროპის სახალხო პარტია გმობს საქართველოში მედიის თავისუფლების ჩახშობას, ამის შესახებ ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, იოზეფ დაულის, ოფიციალურ განცხადებაში.
"საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმის გზისკენ მიდის. დემოკრატია არაა, როდესაც შეზღუდულია მედიის თავისუფლება და ხდება ტელეკომპანიების უკანონოდ დაკავება. დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია არის ფუნდამენტური ევროპული უფლება, რომელიც აუცილებელია გამჭვირვალე და თავისუფალ საზოგადოებაში. სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა წარმოადგენს არა მარტო გამოხატვის თავისუფლების გარანტს, არამედ ინარჩუნებს ხელისუფლებას ანგარიშვალდებულად," - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის შეფასებით, შერჩევითი სამართალი ემსახურება მთავრობის ინტერესებს და გამოწვევის წინაშე აყენებს საქართველოს მომავალსა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას.