პარლამენტში გოგი თოფაძეს მისი დისშვილი, ზაზა ჭილაძე ჩაანაცვლებს, რომელიც მწერა ოთარ ჭილაძის შვილია. როგორც "ჯი-ეჩ-ენს" დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, ჭილაძე საარჩევნო სიაში სწორედ თოფაძის შემდეგ მოდის. გოგი თოფაძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო.