ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტმა 32 პუნქტიანი განცხადება მიიღო.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხსა და ინსტიტუციურ განვითარებაზე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის სრუფლებიანი წევრი, იმ პირობით, თუ ის დამოკრატიის პრინციპებს დაიცავს.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია მედია პლურალიზმზე და დაფიქსირებულია ხელისუფლებისადმი მოწოდება, უზრუნველყოს მდგრადი და მრავალფეროვანი მედია და ინფორმაციული გარემო.
ამასთან, ასოცირების კომიტეტი მკაცრად გმობს ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიებზე მომხდარ ვანდალურ ქმედებებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისთვის დროულ და საფუძვლიან გამოძიებისკენ.
აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი ქართულ ენაზე დღეს გავრცელდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გააპროტესტა. კანონმდებელმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი დეპუტატებს უფრო ადრე უნდა მიეღოთ, რომ მასში დამატებების შეტანა მოეთხოვათ.