საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანა-თავმჯდომარის, საჯად კარიმის განცხადებით, კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაციები იმას ღაღადებს, რომ საქრთველოს ბევრი მიღწევა აღიარებულია.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კარიმმა განაცხადა, ევროპული და ქართული გადმოსახედიდან აღებულია ვალდებულებები და ერთიანი გაგება არსებობს, რომ საქართველოსთვის საფუძველი შეიქმნას - ევროპაში შესასვლელი გზის სახით.
„ეს ამბიციური დღის წესრიგია. ჩვენი რეკომენდაციები იმას ღაღადებს, რომ საქართველოს ბევრი მიღწევა ვაღიარეთ. ასევე ის სირთულეები დავინახეთ, რომლებიც მომავალში გადასაჭრელია და ეს სამომავლო გეგმები ეფუძნება ღირებულებებს და იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველში არსებობს. ევროპარლამენტიდან ქართველებისთვის ერთი გზავნილი გვაქვს. საქართველომ და ევროპარლამენტმა აქცენტი ისეთ შედეგებზეც უნდა გააკეთონ, რომელიც მოკლე ვადაში იქნება მიღწევადი. ევროპარლამენტი მზადაა, საქართველოს დახმარება გაუწიოს“, - განაცხადა კარიმმა.
აღნიშნულმა კომიტეტმა განცხადება მიიღო, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.