საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭატირაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებას დადებითად აფასებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კვაჭანტირაძემ განაცხადა, ამ რეკომენდაციებს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს ასოცირების საბჭოთვის.
მისი თქმით, კომიტეტის მომავალ სხდომა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ფედერიკა მოგერინის თანა-თავმჯდომარეობით გაიმართება.
„ეს დოკუმენტი ძალიან დაბალანსებულია, სადაც სრულყოფილად აღნიშნულია, საქართველოს მიერ მიღწეული პროცესი ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების თვალსაზრისით. ასევე ყველა მიმართულებით გამოთქმულია შენიშვნები და რეკომანდაციები და დასმულია ის ამოცანები, რომელიც საქართველოს გასაკეთებელი აქვს“, - განაცხადა კვაჭატირაძემ.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტი ორი დღის მანძილზე საქართველოს პარლამენტში სხდომას მართავდა, სადაც განცხადება მიიღეს.