შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მზადაა, ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება.
როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ზაქარეიშვილმა განაცხადა, ქართულ მხარეს სურს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში, მიღწეული იქნეს მათი როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო უფლებების დაცვა.
„საქართველს გარკვეული ხედვები და მოსაზრებები აქვს, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი. ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, ამ მიმართულებით მეტი გახსნილობა გვქონდეს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.