ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, მარტა ფრიმენის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს მთავრობის ძალისხმევას მხარს უჭერს, კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით, პრაგმატულ დიალოგზე დაფუძნებული პოლიტიკა აწარმოოს.
როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ფრიმენმა განაცხადა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კლიმატი და ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკა მთელი რიგი საკითხების გამო გამოწვევების წინაშე დგას.
„უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია სტაბილური რჩება, მაგრამ მყიფე და რეაგირების მექანიზმებს საჭიროებს. გამოწვევების მიუხედავად, ჟენევის დისკუსიები თავისთავად სტაბილურად მიმდინარეობს და მზაობაა ღია დისკუსიების რთულ საკითხებზე მიუხედავად იმისა, რომ ხშირად განსხვავებული მოსაზრებები ისმის“, - აღნიშნა ფრიმენმა.
აღნიშნული კომიტეტის სხდომა საქართველოს პარლამენტში მეორე დღეა იმართება.