„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერია და ორივე მხარე სრულად აცნობიერებს ამ თანამშრომლობისა და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისმნიშვნელობას’-განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული ქარტიის პლენარუს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, და განსაკუთრებითაღნიშნა აშშ-ს ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით დარეგულირების მხარდაჭერისათვის.
„ყოველდღე ჩვენ ვართ მოწმეები მცოცავი ანექსიისა, რაც გამოიხატება ტერიტორიების მილიტარიზაციასა და „ბორდერიზაციაში“, ასევე, ე.წ. შეთანხმებების გაფორმებაშისაოკუპაციო რეჟიმებთან, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო აშშ-ს მიერ არაღიარებისპოლიტიკის გატარება და ასევე მისი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ძალისხმევის მიმართ მშვიდობიანი გზით გადავჭრათ კონფლიქტი’- განაცხდა მინისტრმა.
მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ, ამისსაშუალებას კი მისი განცხადებით იძლევა სტრატეგიული ქარტიის ოთხივე მიმართულება, რაც სრულყოფილად მოიცავს სტრატეგიული თანამსდრომლობის ყველაარეალს.
„მინდა განსაკურებული მადლობა გადავუხადო აშშ-ს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთპროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ეფექტურად ვსარგებლობთ ინტეგრაციის ყველა არსებული მექანიზმით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ჩათვლით. იმედიგვაქვს, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში სათანადოდ შეაფასებს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს. ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს ნატო-შიინტეგრაციისკენ და ჩვენ იმედი გვაქვს აშშ-ს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერის ამ თვალსაზრისით’-აღნიშნა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა გაგარძელოს საკუტარი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„მე მსურს კვლავდავადასტურო საქართველოს ავღანეთში მიმდინარე ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში მონაწილეობა. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს მთავრობას ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების დახმარებისთვის.’-აღნიშნა მინისტრმა.
მან ხაზი გაუსვა აშშ-ს განსაკუთრებულ როლს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტიკცების პროცესში. „ეფექტური რეფორმების განხორციელებით ჩვენმივაღწიეთ კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას, ტრანსპარენტობასა და ეფექტურ მმართველობას, მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუკეთესოსაერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“-აღნიშნა კვირიკაშვილმა.