საქართველოს პრეზიდენტი ეუთოში აშშ-ის, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოში შექმნილ საარჩევნო გარემოს და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსაც.